გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი-დალი ჭეიშვილი
გაკვეთილის მთავარი თემა
გიორგი მერჩულე- „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“
გრიგოლი სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორი; ჟამი შენებისა-ჟამი   უდაბნოს ქალაქად ქცევისა,იავარქმნილი ტაოს გაბრწყინებისა
სწავლების საფეხური
მე-10 კლასი; საშუალო საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები კლასში არ არიან
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეები გაეცნობიან VIII-IX   საუკუნეებში გაშლილ სამონასტრო მშენებლობას;ჩაუფქრდებიან შენების ეროვნულ-ისტორიულ მნიშვნელობას,რამეთუ ამ საუკუნეებში გაშლილი მშენებლობა გაერთიანებული საქართველოს წინადღეა
ამ გაკვეთილზე მოხდება  ცოდნის ინტეგრირება შემდეგ სასწავლო დისციპლინებთან: ისტორია, გეოგრაფია, ისტ-ი
გაკვეთილის მიზნები შედეგები
ამ გაკვეთილზე მოსწავლეები თვალს მიადევნებენ დიდი მამის- გრიგოლის სამონასტრო მშენებლობის გზას. „გაჰყვებიან“ „ზეცისა კაცს“ ქართლიდან ტაო-კლარჯეთში(აღთქმულ მიწაზე);მოიხილავენ:ოპიზას,ხანძთას, შატბერდს, ნეძვს , კვირიკე-წმინდას, უბისას, არტანუჯის ციხეს,დედათა მონასტრებს:გუნათლესა და მერეს;
განივითარებენ დაკვირვების, მსჯელობის, ანალიზის უნარებს;განუვითადებათ შეფასების უნარ -ჩვევაც,რადგან  შეაფასებენ გრიგოლისა და მასთან მოღვაწე წმინდა მამების  ღვაწლს.
ჩამოუყალიბდებათ ქვეყნისთვის საჭირო საქმისადმი საკუთარი დამოკიდებულება. იმუშავებენ  წყვილებში, ჯგუფურად. გამოუმუშავდებათ სოციალური უნარ-ჩვევები
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.

ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს  შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.

ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამო-სვლისას მოსწავლეს შეუძ-ლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერე-ბელი ხერხების გამოყენება.

ქართ. X. 4. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება. 

ქართ. X. 5. მოსწავლეს შე-უძლია  ზეპირი კომუნიკა-ციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.

ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ტექსტი. ამ ცაკვეთილის  ამოცანები წარმატებით რომ დასძლიონ, კიდევ ერთხელ უნდა  გააცნობიერონ გრიგოლ  ხანძთელის, როგორც სამონასტრო მშენებლობის ორგანიზატორის, როლი. მასწავლებლის დახმარებით უნდა წარმოიდგინონ გრიგოლის სახე სამი სიმბოლური ნიშნის მიხედვით: „გზა“, „უდაბნო“ და „მოძღვარი-აღმაშენებელი“,რომლებიც შესაბამისი იქნება სამი იდეისა:
·         სამშობლოს დატოვება
·         სულიერი გამოცდის ასპარეზი(უდაბნო)
·         მზადება აღქმული ქვეყნისათვის
(რ.სირაძე „ლიტერატურულ ესთეტიკური ნარკვევები“;გამომცემლობა „განათლება“,1987წ.)
მოსწავლეები თავად  შექმნიან გრიგოლის შენების გზის სქემას
იმუშავებენ წყვილებში, ჯგუფურად.
შეფასების საგანი პროცედურები
გაკვეთილზე მოსწავლეთა წარმატება დადგინდება ზეპირი პრეზენტაციის ,მსჯელობის უნარის,ჯგუფურ და წყვილებში მუშაობის შეფასებით.შეფასდება მოსწავლეთა კრეატიული აზროვნება
გამოვიყენებ განმსაზღვრელ განმავითარებელ შეფასებებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მე-10 კლასის სახელმძღვანელო, ავტორი როდონაია
რევაზ სირაძე „ლიტერატურულ ესთეტიკური ნარკვევები“ „განათლება“,1987წ.
 „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“-გამომცემლობა „განათლება“ 1985წ.
ელექტრონული რესურსები
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა 1 პრეზენტაცია
.გაკვეთილი დაიწყება მასწავლებლის წინასწარ მომზადებული პრეზენტაციით „ბებერი ტაო“. გრიგოლის თაოსნობით აგებული ტაძრების ფოტო-გალერეა, ვიზუალური მასალა,წარწერები შექმნის საგაკვეთილო ატმოსფეროს2წთ.
აქტივობა 2.მინი -ლექცია
მინი-ლექციისას მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს სიმბოლოების აუცილებელ განმარტებებს: „ გზა“, „უდაბნო“, „მოძღვარი-აღმაშენებელი“ 3.წთ
აქტივობა 3. კითხვა-პასუხი
1.      განსაზღვრეთ გრიგოლის მოღვაწეობის წლები
2.      ისაუბრეთ VIII-IX საუკუნეების საქართველოს ისტორულ  ვითარებაზე
3.      რატომ ტოვებს ქართლს და როგორ ახსნიდით ფრაზას „სული ერთი ოთხ გვამთა შინა დამტკიცებული“
4.      „წარემართნეს გზასა“ სიხარულით, როგორ გესმით ამ გზის მნიშვნელობა?
5.      როგორ დაუკავშირებდით გრიგოლის მიერ ქართლის დატოვებას აბრაამის „გამოსვლას“; რა იცით აბრაამის შესახებ?
6.      ნაწარმოებში იკვეთება სხვა გზებიც: იერუსალიმისა  და კონსტანტინოპოლისკენ.ისაუბრეთ მათზე, რას დაარქმევდით ამ გზებს?(„მოხილვა“)10 წთ.
აქტივობა 4.ჯგუფური მუშაობა
იქმნება ორი ჯგუფი. პირველი ჯგუფი მუშაობს მასწავლებლის კითხვებზე, მეორე ჯგუფი წარმოადგენს  გრიგოლის მოღვაწეობის გზას, შექმნის სქემას
შეკითხვები პირველი ჯგუფისთვის
1.გრიგოლი მოღვაწეობს უდაბნოში, განმარტეთ უდაბნოს სიმბოლიკა.
2.ისაუბრეთ სინტაგმაზე „ უდაბნოთა  ქალაქმყოფელი“
3.რა როლს თამაშობენ              კურაპალატები გრიგოლის ჩანაფიქრში?
4.თქვენი აზრით, ტაო იქცა თუ არა ქართლის ნაცვალ ცენტრად? აზრი განამტკიცეთ მაგალითებით
5.ისაურეთ ეფფრემის ღვაწლზე
კითხებზე პასუხისას მთელი კლასი მონაწილეობს, კამათობს, მსჯელობს.10წთ.
ამის შემდეგ მეორე ჯგუფი წარმოადგენს სქემის  პრეზენტაციას, თითოეული ძეგლის წარდგენა ტექსტუალური მასალით.10წთ.
აქტივობა 5.აზროვნების ჯაჭვი
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ერთი ფრაზით,სიტყვით შეაფასონ გრიგოლის ღვაწლი. ფურცელი გადაიკეცება გადაცემისას და როცა ყველა დაწერს საკუთარ აზრს, მასწავლებელი საჯაროდ  კითხულობს მათ და საუკეთესო წინადადების ავტორს აჯილდოებს სიმბოლური საჩუქრით.8წთ.
აქტივობა 6. საშიანაო დავალება
1.მოემზადეთ ზეპირი პრეზენტაციისთვის: გრიგოლი მამულის „ჩვეულებისამებრ სვლისა“ აღმდგენი
2.დაწერეთ ესე : „უდაბნოს ვარსკვლავი“.2წთ.







გაკვეთილის გეგმის ფორმა/სქემა

მასწავლებელი-------------------დალი ჭეიშვილი
გაკვეთილის მთავარი თემა
ვაჟა-ფშაველა „კაი ყმა“
სწავლების საფეხური
მე-9 კლასი; საბაზო საფეხური
მოსწავლეთა პროფილი
26-მოსწავლე;ერთი მოსწავლე საჭიროებს სპეციალურ მიდგომას, მისთვის სწავლების ჩვეულებრივი ტემპი მიუღებელია
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია იმით,რომ პასუხს გვცემს მარადიულ კითხვაზე:ვინ არის კაი ყმა,ვის შეიძლება ეწოდოს ეს სახელი.რა ფენომენზე, რა ღირებულებებზე დგას მისი სულიერი სამყარო(უნდა აიხსნას ლექსის სათაური,ორივე სიტყვა: „კაი“ და „ყმა“)                           ეს გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს მომდევნო საკითხებზე დინამიურად გადასვლაში,რადგან სახელმძღვანელოს ამ თავს ჰქვია „კარგ ქართველთა ხსოვნისათვის“ისინი გაეცნობიან დავით აღმაშენებლის, ცოტნე დადიანის ღვაწლს; “საუკუნო საგზალი“ შეახვედრებს დიდ ქართველებს:ილის,ვაჟას, შეისწავლიან გაბრიელ ეპისკოპოსისა და ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ეპიზოდებს....სწორედ ვაჟას ეს უკვდავი ლექსი დაგვანახებს,როგორ იქმნებოდა სხვადასხვა ეპოქაში კაი ყმის სახე,მოსწავლეებბი ამ ლექსში მოიძიებენ იმ მარცვლებს რომელიც მიესადაგება სახელმძღვანელოს ამ თვში წარმოდგენილ მასალას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები ლექსს დაყოფენ აზრობრივ მონაკვეთებად;თითოეული მონაკვეთის მთავარ აზრს გამოყოფენ. იმსჯელებენ ფაქტებზე,მოვლენებზე,ციტატით დაასაბუთებენ მთავარ აზრს, განსაზღვრავენ მთლიანი ნაწარმოების ძირითად სათქმელს. იმუშავებენ ლექსის მხატვრულ მხარეზე. პირველად გაიცნობენ ასტროფიულ ლექსს. დაწერენ თხზულებს;იმუშავებენ ესეზე.შეძლებენ პრობლემურ ან სადავო საკითხებზე საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.
ქართ. IX. 3. მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.
ქართ. IX. 4. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლე-ბის ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
ქართ. IX. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატე-გიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

წინასწარი ცოდნა
გაკვეთილის ამოცანების წარმატებით შესრულებაში მოსწავლეებს დაეხმარება: ავთანდილის „ანდერძი“. მოსწავლეები იმსჯელებენ,რით ეხმიანება ვაჟას „კაი ყმა“ ცნობილ აფორიზმს „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“;წინასწარ მოძიებული ექნებათ ვაჟას ლექსები : ‘„ის კი არ არის ბიჭობა“ „პაპიჩემის ანდერძი“;იცნობენ ესეს დაწერის სტრუქტურას;წერენ თხზულებას მოცემულ საკითხზე.
შეფესების საგანი პროცედურები
გაკვეთილზე მოსწავლეთა წარმატება დადგინდება ზეპირი პრეზენტაციის, მსჯელობის უნარის,ლიტერატურული პარალელების გამოყენების,წერითი სამუშაოს შესრულების შეფასებით.გამოვიყენებ განმავითარებელ,განმსაზღვრელ,ინდივიდუალურ შეფაასებებს.მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
მე-9 კლასის სახელმძღვანელო;ვაჟა -ფშაველას ლექსების კრებული;  კომპიუტერი პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა I. (5 წთ) მოსწავლეებს მივმართავ კითხვით:რას გეუბნებათ სინტაგმა: „კაი ყმა“
გონებრივი იერიშის მეთოდით დაფაზე დაიწერება ყველა აზრი.
აქტივობა I I. (10 წთ) კითხვის სტრატეგია.
მოსწავლეებს ვთხოვ ტექსტის წაკითხვას აზრობრივ მონაკვეთებად დაყოფას
ტექსტი დაიყოფა შემდეგ მოაკვეთებად:
1.ვინ არის კაი ყმა?
2.ომის სურათი
3.კაი ყმის თვისებები
4.კაი ყმის სიკვდილი
5.კაი ყმის სულეთში მისვლა
6.გადაგვარებული შთამომავლები,იგივე  „სადიაცენი“
(ლექსის დაყოფის  საფუძველზე ვქმნი ექვს ჯგუფს და დავალებას ვაძლევ)
აქტივობაIII. (15წთ) გამოყავით თითოეული მონაკვეთის მთავარი აზრი (ამ  სამუშაოს შესრულებაში დაეხმარებათ ფაქტებზე,დეტალებზე,ციტატებზე მუშაობა,რომელიც მთავარი აზრის დასასაბუთებლად ან განსავითარებლად დასჭირდებათ)
აქტივობაIV. (8 წთ) ჩატარებულ სამუშაოზე დაყრდნობით,შეეცადეთ განსაზღვროთ ნაწარმოების ძირითადი სათქმელი
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ ვერსიას
გაკვეთილის მსვლელობისას, პარარელულ რეჟიმში,წყვილს ვაძლევ სამუშაოს:(2 წთ)  დაძებნონ ლექსში დიალეტური ფორმები
აქტივობაV.საშინაო დავალება:(5 წთ)
1.წავუკითხავ აკაკი ბაქრაძის წერილიდან ამონარიდს,ლექსზე და წერილზე დაყრდნობით მოამზადონ ზეპირი პრეზენტაცია:კაი ყმა და ანტიყმა(ანუ როგორც ვაჟა უწოდებს- „სადიაცენი“
2.დაწერეთ ესე  კაი ყმა დღეს.


Комментариев нет:

Отправить комментарий